fbpx

სიახლე იწყება გაფიქრებით

არქიტექტურა

მჭიდრო კომუნიკაციით გავივლით ყველა მნიშვნელოვან დეტალს, ზედმიწევნით გავითვალისწინებთ შენს ხედვას და ბალანსში მოვიყვანთ ჩვენს გამოცდილებასთან

ინტერიერი

მოვისმენთ სურვილებს, დაგანახებთ სივრცის მოწყობის ახალ დამალულ შესაძლებლობებს. ერთად შევქმნით გარემოს, სადაც თავს ემოციურად ყველაზე კარგად იგრძნობ

ექსტერიერი

ფასადი მნიშვნელოვანია როგორც შენთვის, ისე ყველა გამვლელისთვის. ჩამოვაყალიბებთ და აღვასრულებთ ერთობლივ ხედვას, რომელიც შენი სახლის სავიზიტო ბარათი იქნება

ჩვენი ამბავი

Fillet Studio-ს  ვქმნით ადამიანები, რომლებიც ვხედავთ, რომ ცხოვრება მუდამ ცვალებადი და დინამიურია. განვითარება ახალი, ყველასთვის პრაქტიკული და, ერთი შეხედვით, მარტივი იდეების გენერირებას ითხოვს, რომელთა სირთულე ზუსტად მათ სიმარტივეში იმალება.

 

ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი დიდი სახლის, დედამიწის მიმართ გაგვაჩნია და გვჯერა, რომ წარმატების მნიშვნელოვანი გასაღები ერთმანეთზე ზრუნვა და გარემოზე საერთო პასუხისმგებლობაა. გვსურს, მინიმალური დანახარჯებით გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები და მივიღოთ მაქსიმალურად ეკომეგობრული შედეგი.

 

სწორედ ამიტომ, ახლის შექმნისას გასათვალისწინებელია გარემო და ადამიანები, ვისთვისაც სივრცე იქმნება. შედეგად, Fillet-ის ნამუშევრები, დროსთან ერთად, ემოციურ კავშირად ითარგმნება.

არქიტექტურა

ემოციური კავშირი

კავშირი საკუთარ სახლთან მისი დანახვისთანავე იღვიძებს. შენობის არქიტექტურა და ექსტერიერი თავს შორიდანვე სახლში გაგრძნობინებს, ხოლო ინტერიერის დიზაინი შენს სიმშვიდეს სრულყოფილს ხდის

გაუმჯობესება

არქიტექტურა, გარე ფასადის დიზაინი და ინტერიერი ქმნის ატმოსფეროს, სადაც ადამიანები ვთანაცხოვრობთ. სწორი დაგეგმარება და გარემოზე ზრუნვა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს

გაფრთხილება

მწვანე არქიტექტურა Fillet-ის პრიორიტეტია. პროექტირებისას, იქნება ეს კერძო სახლი თუ კომერციული დანიშნულების შენობა, ვზრუნავთ ბუნებრივი და ურბანული ლანდშაფტის ჰანმონიზაციზე

ერთად განვიხილოთ იდეები

დაგვიტოვე ნომერი