Fillet Studio-ს შესახებ

არქიტექტურული სტუდია

ჩვენი ამბავი

ჩვენი მიზანია მინიმალური რესურსებით მაქსიმალურად ეკომეგობრული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ჩვენი დიზაინი ემსახურება არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ ადამიანებისა და გარემოს ჰარმონიულ თანაცხოვრებას. სივრცე, რომელსაც ვქმნით, დროთა განმავლობაში ემოციურ კავშირად იქცევა მათთვის, ვინც მასში ცხოვრობს ან მოღვაწეობს.

0+
წელი ბაზარზე
0+
პროექტი
0+
შექმნილი კვ. მ.

Fillet Studio-ს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ცვალებად და დინამიურ პროცესად აღიქვამენ. ჩვენთვის განვითარება ნიშნავს ახალი, მარტივად აღსაქმელი, მაგრამ გააზრებული იდეების გენერირებას. იდეების, რომელთა სირთულეც სწორედ მათ სიმარტივეშია დაფარული. ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი პლანეტის მიმართ და გვწამს, რომ წარმატება განისაზღვრება ერთმანეთზე ზრუნვითა და გარემოზე ერთობლივი პასუხისმგებლობით.

ღირებულებები

განსხვავებული მიდგომები მოითხოვს სითამამეს, თუმცა ინოვაციურობას აუცილებლად უნდა ახლდეს სიფრთხილე. ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ამ ორ კომპონენტს შორის ბალანსის ძიება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაა. ვუფრთხილდებით ყველაზე მნიშვნელოვანს: დროს, ენერგიას და ხარჯებს. საუკეთესო შედეგს ამ სამი კომპონენტის ჰარმონიზაციით ვაღწევთ.

ერთად განვიხილოთ იდეები